ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი
ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე, – ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.

მედიის ცნობით, დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ აუდიოგანცხადებაში საუბარია, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“ და პალესტინელი მებრძოლების სამიზნეს აეროპორტები და სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. მათსავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 5 000 რაკეტა გაუშვა.

ამასთან, ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში დაიხურა რამდენიმე აეროპორტი.

მომხდარის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს.