ისრაელში, ქნესეთთან აქციას ათასობით დემონსტრანტი შეუერთდა
ისრაელში, ქნესეთთან აქციას ათასობით დემონსტრანტი შეუერთდა

ისრაელში, ქნესეთთან აქციას ათასობით დემონსტრანტი შეუერთდა. აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და შეთანხმების მიღწევას ითხოვენ, რომელიც მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

აქციაზე იმყოფებიან პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებიც.

„ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შევცვალოთ მთავრობა“, – აცხადებენ დემონსტრანტები.

ქნესეთთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციისკენ გეგმავენ მსვლელობას.