ისრაელში, ქალაქ ლოდში ქართულმა საკვირაო სკოლამ დაიწყო მუშაობა. პირველი გაკვეთილის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი კავშირები და ხალხთაშორისი კონტაქტები. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართული საკვირაო სკოლის გახსნის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების საქმეში. პაატა კალანდაძემ მადლობა გადაუხადა ისრაელის სახელმწიფოს, ქალაქ ლოდის მერიას და საქართველოს საპატიო კონსულს ბემენიბენიშს მხარდაჭერისთვის.
ქართულ საკვირაო სკოლაში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და კულტურა. სასწავლო პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 25 მოსწავლე.