ისრაელში მთავრობის გადადგომისა და არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნის მოთხოვნით აქცია გაიმართა
ისრაელში მთავრობის გადადგომისა და არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

თელ ავივში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვეს.

ისრაელის მედიის ცნობით, დემონსტრანტები ჰაბიმას მოედანზე შეიკრიბნენ და მთავრობა გააკრიტიკეს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ისრაელის ხელისუფლება „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის მომზადების შესახებ ინფორმირებული იყო და ამ ცნობების იგნორირებას ახდენდა.

მომიტინგეები პირადად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.

დემონსტრანტების განცხადებით, ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა უნდა გადადგეს და ქვეყანაში არჩევნები დაინიშნოს.