ისრაელში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა.
ამასთან, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 1 770 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას „გარდიანი“ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში „კოვიდ-19“-ით 455 ადამიანი გარდაიცვალა.