ისრაელში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა
ისრაელში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა

ისრაელში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა.

ამასთან, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 1 770 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში „კოვიდ-19“-ით 455 ადამიანი გარდაიცვალა.