ისრაელში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 288-ით გაიზარდა.
ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 19 783 შემთხვევა, მათგან 303 ლეტალური შედეგით.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისთვის მკურნალობას განაგრძობს 3993 ადამიანი, მათგან 36-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.