ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ის 300-ზე მეტი შემთხვევა ბოლოს აპრილის მეორე ნახევარში დადასტურდა.
ბოლო დღე-ღამეში ისრაელში კორონავირუსული ინფექციით ერთი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის საერთო რიცხვმა ქვეყანაში 304-ს მიაღწია.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ისრაელში „კოვიდ 19“ 20 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, აქედან აქტიური შემთხვევა 4 372-ია. ბოლო ერთ დღეში ისრაელში 16 369 ტესტი გაკეთდა.