ისრაელში კორონავირუსით 19 წლის ქალი გარდაიცვალა
ისრაელში კორონავირუსით 19 წლის ქალი გარდაიცვალა

ისრაელში „კოვიდ-„19“-ით 19 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალს რამდენიმე თანხმლები დაავადება ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ამასთან, იმ საავადმყოფოში, სადაც გარდაცვლილი მკურნალობდა, რამდენიმე ექიმი კარანტინში გადაიყვანეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელში „კოვიდ-19“-ის 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 27 ივნისის მონაცემებით, ისრაელში 46 კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ისრაელში „კოვიდ-19“-ის 22 800 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 16 872 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 314 ადამიანი.