ისრაელში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევები გასული 24 საათის განმავლობაში 1 289-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 33 175-ს შეადგენს. ამავე პერიოდში ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
სულ კი, ქვეყანაში კორონავირუსით 344 ადამიანია გარდაცვლილი. დღეისთვის საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 14 500-ზე მეტი პაციენტი. მათგან 113-ის მდგომარეობა მძიმეა. 39 კი – მართვით სუნთქვაზე იმყოფება.