ისრაელში ბოლო დღე-ღამეში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 621-ით გაიზარდა და 23 421-ს მიაღწია.
ამასთან, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 6 100-ს აღემატება, მათ შორის 41 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ქვეყანაში ვირუსს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 317 ადამიანი ემსხვერპლა. 17 000-ზე მეტმა პირმა კი უკვე დაძლია კორონავირუსი.