ისრაელში, ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევის შედეგად, 44 ადამიანი გარდაიცვალა, 150-ზე მეტი დაშავდა
ისრაელში, მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტვის შედეგად, 44 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 150-ზე მეტი. ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ ფესტივალზე 10 000-მდე ადამიანის დასწრების ნებართვა გასცა, თუმცა ტერიტორიაზე 30 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ უსაფრთხოებას კი 5 000-მდე პოლიციელი უზრუნველყოფდა.
ინციდენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მომხდარი საშინელ კატასტროფად შეაფასა.