ისრაელში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 980 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული ოდენობა, 980 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პანდემიის გავრცელების შემდეგ, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყანაში.
ისრაელს 26 000-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავს. მათგან 58-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ვირუსს დღემდე 321 ადამიანი ემსხვერპლა.