ისრაელში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა
ისრაელში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
წინა დღით ეს მაჩვენებელი 980-ს შეადგენდა.
ამჟამად ისრაელში 8 647 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან 58-ის მდგომარეობა სერიოზულია, 24 ინფიცირებული კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსით სამი ინფიცირებული გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვი კი 324-ს შეადგენს.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტი კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელ დამატებით ზომებზე დღეს იმსჯელებს.