ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 308-ით გაიზარდა
ისრაელში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 308-ით გაიზარდა და 43 668-ს მიაღწია. გარდაცვლილია 375 ადამიანი, მათ შორის ოთხი ინფიცირებული გასული დღე-ღამის განმავლობაში.
რაც შეეხება პაციენტებს, რომელთაც ვირუსი უკვე დაძლიეს, მათი რიცხვი 23 400-ს შეადგენს.
ვითარების გამწვავების ფონზე, ისრაელის ხელისუფლებამ ორშაბათს დახურა საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთი ადგილები, როგორიცაა ღამის კლუბები, ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები.