ისრაელში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 675 ადამიანი დაინფიცირდა.
მედიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ 19“-ზე 23 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა.
ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსის 95 129 შემთხვევაა დადასტურებული.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 692 ადამიანი ემსხვერპლა, 71 165 კი გამოჯანმრთელდა.