ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 675 ადამიანი დაინფიცირდა

12:32, 18.08.2020

ისრაელში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 675 ადამიანი დაინფიცირდა.

მედიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ 19“-ზე 23 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა.

ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსის 95 129 შემთხვევაა დადასტურებული.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 692 ადამიანი ემსხვერპლა, 71 165 კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი