ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 668 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს. ისრაელის მედია წერს, რომ მსგავსი მასშტაბური ზრდა აპრილის შემდეგ პირველად მოხდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ისრაელში „კოვიდ 19“-ს 309 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელში აქტიური შემთხვევების რიცხვი ექვსი ათასს გადაცდა.
ბოლო 24 საათში ისრაელში 17 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა. ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელის ხელისუფლება ქალაქ ბათ იამში, ასევე აშდოდის და თელ-ავივის გარეუბნებში სავარაუდოდ შეზღუდვებს დააწესებს.