ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 336 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 336 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 20 872 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 183-ის მდგომარეობა მძიმეა, 54 კი მართვით სუნთქვაზეა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ისრაელში ვირუსით 365 ადამიანია დაღუპული. ინფიცირებულთა რიცხვი კი 40 ათასს გადასცდა.