ისრაელში, აქციაზე, სადაც ულტრაორთოდოქსი სტუდენტები სამხედრო გაწვევას აპროტესტებდნენ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
ისრაელში, აქციაზე, სადაც ულტრაორთოდოქსი სტუდენტები სამხედრო გაწვევას აპროტესტებდნენ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ისრაელში, აქციაზე, სადაც ულტრაორთოდოქსი სტუდენტები სამხედრო გაწვევას აპროტესტებდნენ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა გზატკეცილები გადაკეტეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მათი სამხედრო გაწვევა მომავალი კვირიდან დაიწყება.

პოლიცია ცდილობდა, სტუდენტები გზიდან გადაეყვანა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დადგენილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო, რომლის მიხედვითაც, ულტრაორთოდოქსმა სტუდენტებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.

ულტრაორთოდოქსები ათწლეულების განმავლობაში სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული იყვნენ. კანონის მოქმედების ვადა, რომელიც მათ სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებდა, გასულ წელს ამოიწურა, თუმცა, მთავრობის ნებართვით, მისი მოქმედება გახანგრძლივდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ, გამონაკლისისთვის ახალი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ ულტრაორთოდოქსი მამაკაცების ჯარში გაწვევა უნდა დაიწყოს.