ისრაელში 60 წელს გადაცილებულ პირებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფში აცხადებენ, რომ ვაქცინის მეოთხე დოზა ქვეყნისთვის „ომიკრონის“ დასამარცხებლად წინგადადგმული ნაბიჯია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაკარგონ დრო და აიცრან.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში „ომიკრონით“ ერთი კოვიდინიფიცირებული გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბევრი თანხმლები დაავადება აღენიშნებოდა.