ისრაელსა და „ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა
ისრაელსა და „ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და „ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით უნდა დასრულდეს დაპირისპირება, რომელიც 2021 წლის ათდღიანი ომის შემდეგ გრძელდება. მხარეები შეთანხმდნენ, შეწყვიტონ თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებსა და საცხოვრებელ სახლებზე.

გასული სამშაბათიდან მოყოლებული ისრაელმა ღაზას სექტორზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელდა, რის პასუხადაც „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. შედეგად, ბოლო ოთხ დღეში 33 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ექვსი მცირეწლოვანი. 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საზეიმო განწყობით შეხვდნენ პალესტინელები.