ისრაელმა სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო
ისრაელმა სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

ისრაელმა სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში იუწყებიან, სირიის გამანადგურებელმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია და მისი მიმართულებით Patriot-ის ტიპის ორი რაკეტა გაუშვეს.

„ისრაელის არმია წინასწარ აკვირდებოდა გამანადგურებლის გადაადგილების ტრაექტორიას. ის ორი კილომეტრის სიღრმეში შემოფრინდა ისრაელის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ Patriot-ის ტიპის რაკეტებით ჩამოვაგდეთ. ეკიპაჟის მდგომაროების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, დღეს დილიდან სირიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.