სირიის სახელმწიფო მედია ისრაელის ავიაიერიშის შესახებ იუწყება. საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, სირიის საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ დამასკოს მიმართულებით ნასროლი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო.
როგორც სირიის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, იერიში გოლანის მაღლობების ტერიტორიიდან განხორციელდა, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს.
თელ-ავივში დაადასტურეს, რომ ისრაელმა ავიაიერიში მიიტანა სირიის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ირანულ ობიექტებზე. ისრაელელი სამხედროების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო იარაღის საწყობები და სამხედრო ბაზები.
ისრაელში განაცხადეს, რომ მათი იერიში სირიიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხი იყო.