ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა
ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა. შედეგად ცხრა პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილებს შორის არის ფეხმძიმე ქალი.

ისრაელის არმიამ ანკლავზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე 250-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. შედეგად ერთი ისრაელელი დაიღუპა.

როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ იუწყება, გასულ ღამით ისრაელმა ღაზის სექტორში 60 ობიექტი დაბობმა. მათ შორის იყო რადიკალური დაჯგუფებების საწვრთნელი ბაზები, იარაღის ქარხნები და მიწისქვეშა გვირაბები. ისრაელის არმიის ცნობით, ლიკვიდირებულია ექვსი პალესტინელი მებრძოლი.

ისრაელის არმია ამტკიცებს, რომ ბოლო 24 საათში, მათ ღაზის სეტორიდან ნასროლი ასობით რაკეტა გაანადგურეს.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში ვითარება პარასკევს მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელმა ორი ისრაელელი სამხედრო მოკლა. ისრაელის არმიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა. საპაუსო იერიშის შედეგად „ჰამასის“ ორი მებრძოლი მოკლეს.