ისრაელმა ღაზაში ომის დაწყებიდან 600 სამხედრო მოსამსახურის დაკარგვის შესახებ განაცხადა
ისრაელმა ღაზაში ომის დაწყებიდან 600 სამხედრო მოსამსახურის დაკარგვის შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში ომის დაწყებიდან დღემდე ისრაელმა 600 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. აქედან ბოლო მსხვერპლი გუშინ 20 წლის ნადავ კოენი აღმოჩნდა.

ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელმა დღეს ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა გაიყვანა „აშ-შიფას“ საავადმყოფოს ტერიტორიიდან, სადაც მარტის მეორე ნახევრიდან „ჰამასის“ მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციას აწარმოებდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 23-24 მარტის მონაცემებით, საავადმყოფოს კომპლექსში ლიკვიდირებულ იქნა 170 მებრძოლი, 480-ზე მეტი კი დააკავეს.