ისრაელისთვის გამოცხადებული მხარდაჭერის გამო, თურქეთის პარლამენტი „კოკა-კოლას“ და „ნესტლეს“ პროდუქციას ბოიკოტს უცხადებს
თურქეთის პარლამენტი „კოკა-კოლას“ და „ნესტლეს“ პროდუქციას ბოიკოტს უცხადებს. როგორც „როიტერი“ წერს, ამის მიზეზი კომპანიების მიერ ისრაელისთვის გამოცხადებული მხარდაჭერაა.
ამიერიდან თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში „კოკა-კოლას“ პროდუქცია წარმოდგენილი აღარ იქნება.
„გადაწყდა, რომ იმ კომპანიების პროდუქტები, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს, აღარ გაიყიდება პარლამენტის რესტორნებში, კაფეებსა და ჩაიხანებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
„კოკა კოლასთან“ ერთად, თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში აღარ გაიყიდება „ნესტლეს“ პროდუქციაც.