ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ ქვეყანას „ავადმყოფი და შეშლილი ხელმძღვანელობა ჰყავს“
ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ ქვეყანას „ავადმყოფი და შეშლილი ხელმძღვანელობა ჰყავს“

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის განცხადებით, ქვეყანას „ავადმყოფი და შეშლილი ხელმძღვანელობა ჰყავს“.

აღნიშნული განცხადებით ბენეტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ამ ლომების ერს ავადმყოფი და შეშლილი ხელმძღვანელობა მართავს. მოვუწოდებ ჩვენს ჯარისკაცებს ყველა ფრონტზე: არ დაკარგოთ ფოკუსი მტრის წინააღმდეგ. თქვენ თუ დაგვიცავთ, ჩვენ, საზოგადოება, დაგიცავთ თქვენ. არ მიეცეთ სასოწარკვეთილებას, ცვლილებები მოდის“, – წერს ნაფტალი ბენეტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისრაელში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ დემონსტრანტები იერუსალიმში, მის სახლთანაც.