უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მრჩეველმა და ამავდროულად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, მეირ ბენ-შაბბათმა პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეატყობინა, რომ ზაფხულის ბოლოს თანამდებობას ტოვებს.
„30 ივნისის საღამოს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრს აცნობა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობის ოთხი წლისთავზე ტოვებს პოსტს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებაში.
ბენ-შაბბათი ზემოხსენებულ თანამდებობაზე 2017 წელს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პერიოდში დაინიშნა და კურირებდა ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ბაჰრეინთან, მაროკოსთან და სუდანთან.