ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად იქნა მიღებული.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ძლევამოსილ შურისძიებას“ მიმართავს იმ მასშტაბური თავდასხმის გამო, რომელიც მოძრაობა „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს კოორდინირებულად წამოიწყო.

„ჰამასის“ თავდასხმების შედეგად ისრაელის დაღუპულ მოქალაქეთა რიცხვი 600-ს აღწევს.