ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა თელ-ავივში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულის ლიკვიდაცია მოახდინეს
ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს 28 წლის პალესტინელი აღმოჩნდა. სამართალდამცავებმა ბოროტმოქმედის პოვნა 8 აპრილს დილით, თელ-ავივის სამხრეთში შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს თელ-ავივის ცენტრში ცეცხლი გახსნეს. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, დაჭრილია 12 ადამიანი.
პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, უსაფრთხოება თელ-ავივში მაქსიმალურად არის გაძლიერებული.