თელ-ავივის ცენტრში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა რვა ადამიანი
თელ-ავივის ცენტრში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა რვა ადამიანი

თელ-ავივის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა. ინციდენტი დიზენოფის ქუჩაზე მოხდა, სადაც უამრავი კაფე-ბარი მდებარეობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დამნაშავე ჯერ არ არის დაკავებული.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, შემთხვევის ადგილს მოერიდონ.