ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ლიბანს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დახმარება შესთავაზა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ლიბანში კრიტიკულ დონეზე გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამ ქვეყანას დახმარების გაწევას სთავაზობს.
„როგორც ისრაელელს და როგორც ადამიანს, გული მტკივა, როდესაც ლიბანის ქუჩებში მოშიმშილე ადამიანების სურათებს ვხედავ. ისრაელმა ლიბანს წარსულშიც შესთავაზა დახმარება და დღესაც მზად ვართ სამოქმედოდ. აგრეთვე, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ლიბანს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარებიან“, – აღნიშნა ბენი განცმა.