ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორში, გარკვეულ მარშრუტებზე სამხედრო მოქმედებების „ტაქტიკური პაუზა“ დაუშვა, რათა ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილება მოხდეს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორში, გარკვეულ მარშრუტებზე სამხედრო მოქმედებების „ტაქტიკური პაუზა“ დაუშვა, რათა ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილება მოხდეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზის სექტორში გარკვეულ მარშრუტებზე სამხედრო მოქმედებების „ტაქტიკური პაუზა“ დაუშვა, რათა ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილება მოხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, გადაწყვეტილებას თავდაპირველად სამხრეთის სარდლობა და ის სააგენტო იღებს, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზეა პასუხისმგებელი.

სიენენის“ შეკითხვაზე, სჭირდება თუ არა ამ გადაწყვეტილებას ისრაელის მთავრობის ან კაბინეტის მხრიდან დადასტურება, თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ამ სახის გადაწყვეტილებას არ სჭირდება კაბინეტის მხრიდან დასტური და ის თავდაცვის მინისტრმა დაამტკიცა.

მანამდე კი ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უკმაყოფილო იყო, როდესაც „ტაქტიკური პაუზის“ შესახებ შეიტყო.