ისრაელის თავდაცვის მინისტრი - საზღვართან ესკალაცია ან ომის ინციდენტები თუ განვითარდება, ლიბანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ
საზღვართან თუ ესკალაცია ან ომის ინციდენტები განვითარდება, ლიბანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლიბანის საზღვართან იმყოფებოდა.
„ვაფრთხილებ „ჰეზბოლას“ და ნასრალას, არ დაუშვან შეცდომა. თქვენ წარსულში დაუშვით შეცდომები და გადაიხადეთ ძალიან მძიმე ფასი. ღმერთმა არ ქნას და თუ აქ ესკალაცია ან ომის ინციდენტები განვითარდება, ლიბანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ. ჩვენ არ შევიკავებთ თავს, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ მთელ ჩვენს ძალას და გავანადგურებთ „ჰეზბოლას“ და ისრაელის ყველა მეტრს. არ დაუშვათ შეცდომა. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი ჯარისკაცები და სუვერენიტეტი“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში საზღვარზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა ლიბანელ სამოქალაქო პირებს, „ჰეზბოლას“ წევრებსა და ისრაელის ჯარებს შორის.