ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელი თავს დაესხმება ნებისმიერ ქვეყანას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ისრაელზე შეტევას განახორციელებს
ისრაელი თავს დაესხმება ნებისმიერ ქვეყანას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ისრაელზე შეტევას განახორციელებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე ომში ისრაელს თავს დაესხნენ არაერთი მიმართულებიდან და ნებისმიერი მტერი, რომელიც შეეცდება თავდასხმას, პირველ ეტაპზე მტკიცე თავდაცვას შეხვდება, შემდეგ – ძლიერ პასუხს მის ტერიტორიაზე.
„ჩვენ გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ ძალიან სწრაფად, გადამწყვეტი შეტევითი მოქმედებით იმ ტერიტორიის წინააღმდეგ, ვინც თავს დაესხმება ჩვენს ტერიტორიას, სადაც არ უნდა იყოს ის, მთელ ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ გვაქვს ეს უნარი. ისრაელის პოტენციური პასუხი იქნება ძალიან ეფექტური, ძალიან ძლიერი. ერთ-ერთი რამ, რითიც ჩვენ გამორჩეული ვართ წლების განმავლობაში, არის ის, რომ მტერმა არასოდეს იცის, რა მოულოდნელობას ვუმზადებთ“, – განაცხადა იოავ გალანტმა.