ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელი ომის „ახალ ფაზას“ ხსნის და სიმძიმის ცენტრი ჩრდილოეთისკენ გადადის
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი ომის „ახალ ფაზას“ ხსნის და სიმძიმის ცენტრი ჩრდილოეთისკენ გადადის.
„ეს ომი მოითხოვს დიდ სიმამაცეს, მიზანმიმართულობას და მონდომებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სამხედრო მოქმედებები იქნება ერთადერთი გამოსავალი, თუ დიპლომატია კრახს განიცდის.