ისრაელის თავდაცვის მინისტრი - „ჰამასის“ წევრებს ორი არჩევანი აქვთ, მოკვდნენ ან უპირობოდ ჩაბარდნენ
„ჰამასის“ წევრებს ორი არჩევანი აქვთ, მოკვდნენ ან უპირობოდ ჩაბარდნენ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელი გაანადგურებს „ჰამასის“ორგანიზაციას და წაართმევს მას მთელ შესაძლებლობებს.
„ჩვენი თვითმფრინავები ყველგან მისწვდება. თითოეულ რაკეტას აქვს მისამართი. ჩვენ მიწვდებით „ჰამასის“ თითოეულ წევრს. „ჰამასის“ წევრებს ორი არჩევანი აქვთ – ან მოკვდნენ თავიანთ პოზიციებზე ან ჩაბარდნენ უპირობოდ. მესამე ვარიანტი არ არსებობს. ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასის“ორგანიზაციას და წავართმევთ მას მთელ შესაძლებლობებს“, – განაცხადა გალანტმა ისრაელის საჰაერო ძალების „ეფ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მფრინავებსა და ტექნიკურ პერსონალს, რომლებიც ნევატიმის ავიაბაზაზე მოინახულა.