ისრაელის თავდაცვის მინისტრი - „ჰამასი“ რეალურად არ აპირებს რაიმე შეთანხმებას, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ სამხედრო მოქმედებებს რაფაჰში და მთელ ღაზის სექტორში
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - „ჰამასი“ რეალურად არ აპირებს რაიმე შეთანხმებას, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ სამხედრო მოქმედებებს რაფაჰში და მთელ ღაზის სექტორში

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, „ჰამასი“ ზავის საკითხს სერიოზულად არ უყურებს.

„ჩვენ ვიპოვეთ საგანგაშო ნიშნები, რომ „ჰამასი“ რეალურად არ აპირებს ჩვენთან რაიმე შეთანხმებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყებთ სამხედრო მოქმედებებს რაფაჰში და მთელ ღაზის სექტორში უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება ღაზის სექტორში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ის ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა და ტერიტორია დაათვალიერა.

მანამდე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბეიანიმ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მოთხოვნებისადმი კაპიტულაცია იქნება ისრაელის სახელმწიფოს საშინელი დამარცხება, ხოლო „ჰამასის“, ირანისა და მთელი ბოროტების დიდი გამარჯვება.