ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზაში, ბრძოლის ველზე მიღწევები ძალიან მაღალია, სამწუხაროდ, მძიმე ფასის გადახდა გვიწევს, ამის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და გავიმარჯოთ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზის სექტორში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ, მაგრამ ამისთვის მძიმე ფასს იხდიან.
„იმართება ბრძოლები ღაზაში მოქმედი სამხედრო ძალების წინააღმდეგ და შედეგები, მიღწევები ბრძოლის ველზე ძალიან მაღალია. სამწუხაროდ, ომში მძიმე ფასის გადახდა გვიწევს. ამის ფასი ბოლო დღეებშიც მძიმე იყო. ამის მიუხედავად, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და გავიმარჯოთ“, – აცხადებს გალანტი.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, დაწყებულია ბრძოლის ველზე საჰაერო ძალების ელიტური შალდაგის ჯარების 669 ერთეულის გადაყვანის პროცესი.