ისრაელის თავდაცვის მინისტრი - გადავდივართ სრულ შეტევაზე, „ჰამასს“ სურდა ცვლილება ღაზაში და ნახავს ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ელოდნენ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - გადავდივართ სრულ შეტევაზე, „ჰამასს“ სურდა ცვლილება ღაზაში და ნახავს ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ელოდნენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორზე სრულ შეტევაზე გადადის. ამის შესახებ იოავ გალანტმა ღაზის სექტორის საზღვარზე მყოფ სამხედროებს განუცხადა.

„მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე“, – განაცხადა გალანტმა.

მისივე თქმით, ღაზა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

„თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეცვალოთ რეალობა. ჩვენ ვნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებას. „ჰამასს“ სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180-გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ისინი ელოდებოდნენ. ისინი ინანებენ ამ მომენტს, ღაზა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.