ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, თავდასხმების საპასუხოდ, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრსა და ტერორისტული ჯგუფის სხვა ობიექტებს დაარტყეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანის ტერიტორია დაბომბეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, განახლებული თავდასხმების საპასუხოდ, მათ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრსა და ტერორისტული ჯგუფის სხვა ობიექტებს დაარტყეს. მათივე ინფორმაციით, დარტყმა მიაყენეს „ჰეზბოლას“ ჯგუფს, რომელიც გეგმავდა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმას.
მოგვიანებით „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან 25 რაკეტა და სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა საზღვრის გასწვრივ რამდენიმე ადგილას. მედიის ცნობით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ხანძარი გაჩნდა ბირანიტის ბაზაზე.