ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სრულად აკონტროლებენ ღაზის საზღვარს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სრულად აკონტროლებენ ღაზის საზღვარს.
ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი სპიკერი დენიელ ჰაგარი ამბობს, რომ სამხედროებმა დაიბრუნეს სრული კონტროლი ღაზის სექტორის საზღვარზე.
„ბოლო დღეს არცერთი ტერორისტი არ შემოსულა ღობიდან“, – განაცხადა ჰაგარიმ.
ამასთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ საბრძოლო საინჟინრო ჯარები მუშაობენ გალავნის მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ტერორისტების მცირე რაოდენობა კვლავ იმალება ისრაელის ტერიტორიაზე.