ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა გასულ ღამეს ღაზაში 150 მიწისქვეშა სამიზნეს დაარტყეს, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ საჰაერო ოპერაციების ხელმძღვანელი
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა გასულ ღამეს 150 მიწისქვეშა სამიზნეს დაარტყეს, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ საჰაერო ოპერაციების ხელმძღვანელი, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
როგორც თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ქმედებებზე პასუხისმგებელი ასემ აბუ რაბაქა. აბუ რაბაქა პასუხისმგებელი იყო უპილოტო საფრენ აპარატებზე და პარაგლაიდერებზე, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.
თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბუ რაბაქა მონაწილეობდა 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში და „მართავდა ტერორისტებს“, რომლებმაც ისრაელში პარაპლანით შეაღწიეს.