ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალების მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იყო ათობით საჰაერო თავდასხმაზე ჩრდილოეთ ისრაელში
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურია ლიკვიდირებული, რომელიც პასუხისმგებელი იყო ათობით საჰაერო თავდასხმაზე ჩრდილოეთ ისრაელში.
„დღეს ჩრდილოეთით ჩვენ გავანადგურეთ „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალების მეთაური სამხრეთ ლიბანში”, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
როგორც ჰაგარიმ დასძინა, „ჰეზბოლას“ უფროსმა მეთაურმა ჩაატარა „ათობით ოპერაცია უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ისრაელის წინააღმდეგ“, მათ შორის შეტევა ჩრდილოეთის სარდლობის შტაბბინაზე.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ „ჰეზბოლას“ სხვა წევრებიც.