ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმას პალესტინური პარტია „ფატაჰის“ წევრი ემსხვერპლა
ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმას პალესტინური პოლიტიკური პარტიის, „ფატაჰის“ წევრი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სანაპირო ქალაქ სიდონში დრონით განხორციელებული დარტყმისას მოკლული ხალილ მაკდაჰი „ფატაჰის“ მაღალჩინოსნის, მუნირ მაკდაჰის ძმაა, რომელსაც ისრაელი „ჰეზბოლასა“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებისა და სპეცსამსახურების ინფორმაციით, ძმები ლიბანიდან იყვნენ ჩართულები იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ბაზირებული ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ფულისა და იარაღის მიწოდებაში.
დღესვე დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ კაცრინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.