ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან გაშვებული „საეჭვო საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს, რომელმაც ისრაელის საჰაერო სივრცეში შეაღწია
ისრაელის ჯარებმა ლიბანიდან გაშვებული „საეჭვო საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს, რომელმაც ისრაელის საჰაერო სივრცეში შეაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ავრცელებენ.
როგორც ისრაელის მედია წერს, შემთხვევამდე 45 წუთით ადრე ლიბანის საზღვართან ახლოს, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ორ დასახლებაში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.