ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, 7 ოქტომბრისთვის ტერორისტული აქტების მცდელობებია მოსალოდნელი
ისრაელი „ჰამასის“ მიერ თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით შესაძლო ტერორისტული აქტების გამო მზადყოფნაშია. ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ გააკეთა.
მისი თქმით, 7 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ისრაელის თავდაცვის ძალები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან.
„ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით, იქიდან გამომდინარე, რომ, სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა“, -განაცხადა ჰაგარიმ.