ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ორ შენობაზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რომელთა შორის „ჰამასის“ კუთვნილი ბანკია

23:51, 08.10.2023

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ორ მაღალსართულიან შენობაზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

როგორც შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, ერთ-ერთი შენობა „ჰამასის“ კუთვნილი ეროვნული ისლამური ბანკია.

როგორც მედია წერს, საჰაერო იერიში ღაზის სექტორზე ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი