ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ხან იუნისში ათეულობით ტერორისტულ სამიზნეზე დარტყმით ბრძოლას განაგრძობენ
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ხან იუნისში ათეულობით ტერორისტულ სამიზნეზე დარტყმით ბრძოლას განაგრძობენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებმა დაარტყეს მტრის ინფრასტრუქტურას და მოკლეს ორი ტერორისტი.
ამასთან, ისრაელის ძალებმა მიზანში ამოიღეს „ჰამასის“ ჯაბალიას ცენტრის ბატალიონი, რის შედეგადაც რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა.